თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მეცხრეკლასელი მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მისულია საპატრულო პოლიცია და მანდატური. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ფოტო: Newposts