ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა „ქართული ოცნება“, როგორც გოგა ხაინდრავას ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხმა დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ სასიკეთო ცვლილებების რესურსი არ აქვს.
„ხალხმა დაინახა, რომ, რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, ქვეყნის მართვას სხვა რამ სჭირდება. ხალხმა დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალში სასიკეთო ცვლილებების არავითარი რესურსი არ აქვს. გადავხედოთ, ვინ ჰყავთ მინისტრები, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ. ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა „ქართული ოცნება“ როგორც გოგა ხინდრავას მიერ ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული, რომლის წყალში ჩადებაც კი დაავიწყდათ, ვინაიდან შამპანურების გახსნაში იყვნენ. როგორც თაიგული ჩამოჭკნება ისე ჩამოჭკნა და ჩამოხმა „ქართული ოცნება“, - განაცხადა რომან გორიციძემ.