საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს და გუშინდელი არჩევნების შედეგებზე ისაუბრებს.
მისი ბრიფინგი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 18 საათზეა ჩანიშნული.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე დათვლილია ხმების 99,97%. ამომრჩეველთა 38,64%-მა ხმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცა. ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37,74% მიიღო.