ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც „ნაცებზე“ გადაბრალება არ იქნება სწორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი სოფო კილაძე facebook-ზე წერს.
დეპუტატის თქმით, მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ისევ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა.
„ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს. ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას", - წერს სოფო კილაძე.