ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, თუმცა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს კანდიდატი მიუღებელია.
ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ იგი „გირჩის“ მხარდამჭერებს არ მოუწოდებს, რომ არჩევნებზე წავიდნენ და რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭირონ.
„ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან. მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს. ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს.
ამას გავაკეთებ იმიტომ რომ:
1. თუ არსებობს შანსი ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია
2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად. და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა - ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში.