Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეპისკოპოსი გიორგი მორწმუნეებს მოუწოდებს, წიგნი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" არ წაიკითხონ

30 ოქტომბერი, 2018 12:05

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდება, ნიკოს კაზანძაკისის რომანის შესახებ ნამდვილად მას ეკუთვნის.

„მინდა, მივმართო მორწმუნე საზოგადოებას, - წერს ეპისკოპოსი -  განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელიც ჯერ კიდევ ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გზაზე დგას და სურვილი აქვს, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობის ლიტერატურას. აქამდე ვცდილობდი, კომენტარი არ გამეკეთებინა წიგნის შესახებ, რომელიც აკრძალული წიგნების თაროდან ითარგმნა, რათა ერთგვარი რეკლამა არ გამეწია ამ გამოცემისთვის. საუბარია “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაზე”, რომლის ავტორიც გახლავთ ბერძენი ნიკოს კაზანძაკისი.

მაგრამ ვინაიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთგვარი პროპაგანდა ამ წიგნის გაცნობის თაობაზე, თავს მოვალედ მივიჩნევ განვმარტო, თუ რატომ არ შეიძლება ზემოთ ხსენებული, მკრეხელური ლიტერატურის ჩვენს მაგიდებზე მოხვედრა. ამ წიგნში დამახინჯებულად არის აღწერილი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სახე... 

...წიგნი ფსიქოლოგიური რომანია და განსაკუთრებით იგრძნობა მაში ნიცშეანური ფილოსიფიისა და ფროიდისეული გავლენა, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ლიტერატურის წინააღმდეგ თავის დროზე გამოვიდა ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელმაც განკვეთა და ანათემას გადასცა წიგნის ავტორი. მის წინააღმდეგ ასევე გამოდიოდნენ ათონის წმინდა მამები, მათ შროის წმინდა პაისი ათონელი

ეს წიგნი არის ღვთის მგმობელი და მკრეხელური შინაარსის, რომელიც შეურაცხყოფს, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას, ისე მორწმუნე ადამიანს. დაე, ნუ დაიდებს ბინას ჩვენს სახლებში ეს სატანის სულით გაჟღენთილი წიგნი, რომელსაც შეუძლია ჩვენს მოზარდებს დაუმახინჯოს ცნობიერება და ცოდნა, ჭეშმარიტი მესიის- ქრისტეს შესახებ" - ვკითხულობთ ეპისკოპოსის მიმართვაში.

____________

რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა თავის თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^