Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეზვრიშვილი: ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება, 2 წლამდე პატიმრობა იქნება

30 ოქტომბერი, 2018 12:51

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს 
მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი 
კანონპროექტი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა 
კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის 
სასჯელის გამკაცრებას.  მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და 
დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, 
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი 
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი 
პირების მიმართ იქნება, ასევე,  მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით 
დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად 
ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება - გათვალისწინებული 
იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^