საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ლევან კობერიძე Facebook-გვერდზე წერს, რომ დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხი დააყენა.
„ქვეყნის მოსახლეობამ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხის გამო გვითხრა „არა" და ეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მიღებული ხმების რაოდენობაზე მკაფიოდ აისახა - ერთ -ერთი საკითხი სწორედ მთავრობის მიერ შემოტანილი კანაფის კულტივაციის კანონპროექტია.
- არ გვაქვს უფლება, დავშორდეთ მოსახლეობას და უნდა ვიყოთ ადეკვატური რეალობის - ჯამურად ჩვენი მომხრეების ხმები სამწუხაროდ შემცირდა... ჩვენ უნდა სწრაფად შევცვალოთ ბევრი რამ და გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები.
- მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების დიდმა ნაწილმა ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას", - წერს ლევან კობერიძე.
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა.