Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ბარამიძე: არ ვაპირებ მივცე ხმა მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს

31 ოქტომბერი, 2018 11:45

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების მთავარი მიზანი პიროვნული ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა. ამის შესახებ ბარამიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს:

„მე არ ვაპირებ მივცე ხმა მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს და აი, რატომ:
1. ჩემი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა, თუმცა, ამის მოლოდინი არც მქონდა.
2. არც ვაშაძეს და არც ზურაბიშვილს ხმას არც ერთ სიტუაციაში არ მივცემ, რადგან არც ერთი არ შეესაბამება ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფასეულობებს.
3. მე არ ვეხები მათ პიროვნებას. იარლიყების მიწებება ჩემი სტილი არ არის. მთავარი ისაა, რომ ორივე მათგანი საკუთარი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ფიგურა კი არ არის, არამედ ვიღაც სხვისი წარმომადგენელია. ორივე შემთხვევაში ეს ვიღაც „სხვა“ ავტოკრატია, რომლის მთავარი მიზანი პიროვნული ძალაუფლების მოპოვება ან/და შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.
4. რომელი რომელს სჯობს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ამაზე ორთოდოქსმა ნაცებმა და ქოცებმა იდავონ. მე ვერ გავხდები რომელიმე მათგანის მძევალი და არ დავყვები მათ პრიმიტიულ ლოგიკას, რომ თუ „მოღალატეს“ მისცემ ხმას, შენც მოღალატე იქნები, ხოლო თუ ვაშაძეს მისცემ ხმას, ამით სისხლში გაისვრები, რადგან სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას მიეცი ხმა. სწორედ ასეთი მიდგომაა ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც და ყოველივე სხვა უბედურება, რადგან არც ერთი არ იგუებს განსხვავებულ პოზიციას.
5. მე ვთვლი, რომ საჭიროა რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სახლში დარჩენილი ხალხის ინტერესის გამომხატველი იქნება. პირველ ტურში არგამოცხადებული 55%-დან 20% მაინც ხომ არის ისეთი, რომელიც სიამოვნებით წავიდოდა არჩევნებზე, მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი რომ ჰყოლოდა?
6. ამასთანავე, მე მაქვს არჩევანი, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში: ან არ უნდა წავიდე არჩევნებზე, ან უნდა წავიდე და გადავხაზო ორივე კანდიდატი. ამ ორი შესაძლებლობიდან, მე პირადად, ვირჩევ მეორეს. ვიცი, რომ ჩემი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება, მაგრამ არა უშავს. გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმაცია ამ ერთი მიუცემელი ხმით მაინც შემცირდება. სხვას შეუძლია აირჩიოს მეორე ვარიანტი და დარჩეს სახლში.

ამდენად, ვისაც არ გაქვთ პოზიტიური არჩევანი, ნუ გახდებით რომელიმე მხარის უკიდურესად აგრესიული ნეგატიური კამპანიის მსხვერპლი და ნუ განამტკიცებთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ თქვენთვის მიუღებელი კანდიდატის ლეგიტიმაციას. დარჩით სახლში ან წადით და გადახაზეთ ორივე კანდიდატი“, - წერს ალექსანდრე ბარამიძე. 

ალექსანდრე ბარამიძე თეა წულუკიანის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2018 წლის ივნისში კი თანამდებობა დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^