Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებთ?! - ემზარ კვიციანი

31 ოქტომბერი, 2018 13:47

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას მიმართა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები არჩევნების შედეგებს განხილავენ. 

„ეს ხალხი გვისმენს, რაც აქ ხდება და იმედი გაქვთ, რომ მეორე ტურში მხარს მოგცემენ?! ბატონმა ვოლსკიმ დაიწყო, ამას შავი კი არ ჰქვია, ბინძური პიარი ქვია რასაც „რუსთავი 2" აკეთებდა სალომეს წინააღმდეგ. ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებენო, არა, მე დავიწყე ომი?! ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ სააკაშვილის ხელით. რატომ გაუგრძელა მანდატი რუსეთს 25 ივლისს და 8 აგვისტოს ცეცხლი გახსნა. რატომ მალავთ ამ ფაქტს. რატომ დაარღვიეთ ოთხმხრივი შეთანხმება 1994 წლის. ეს იყო შეგნებულად, რომ ლეგიტიმაცია მიგეცათ რუსეთისთვის. გაიცინეს, კაკებეშნიკი რომ უწოდეს ვაშაძეს. სასაცილოა, რომ მარტო ვაშაძეს უწოდეს. გუნდი ჰყავს კაკებეშნიკები. კოჰაბიტაციის გამოა ეს ყველაფერი, ამ კოჰაბიტაციამ მოგიყვანათ ხალხი. ორი წელია, აქ ვზივართ და ბიძინას აგინებენ ესენი და იზრდებიან და მატულობენ. 

ახლა კიდე ასეთი რამე მინდა გკითხოთ, რომ არ ნდომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რა მოხდებოდა? საპრეზიდენტო კანდიდატურა თქვენგან იქნებოდა წარდგენილი, მაგალითად კახიშვილი, მაგრამ არ დააყენა. თქვენ რა გგონიათ, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებთ? ახლა უნდა შეიკრიბოს ყველა ეროვნული ძალა და გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ. რომ არ ნდომებოდა ეს შედეგი, სუსის უფროსი უნდა გადაყენებულიყო. მე მეჯრა, რომ არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და დაიწერა სუსის მიერ." - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^