დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და ონკოლოგიის ცენტრი 1-ლი ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობას რადიოლოგიურ კვლევებზე 30%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.
პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ კვლევები უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით ჩაიტარონ, რომელიც ორგანოებისა და ქსოვილების ზუსტი, ანატომიური სურათის მიღების საშუალებას იძლევა. რადიოლოგიური კვლევის შედეგების განხილვა გამოცდილი რადიოლოგების კონსილიუმზე მოხდება.
30 %-იანი ფასდაკლებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო ცენტრებში:
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
- წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი - ქუთაისი, პ.იაშვილის ქ. #9
- ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი - ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
- ონკოლოგიის ცენტრი -ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
აქციის ფარგლებში მაგნიტო-რეზონანსული კვლევები კი ქუთაისის ონკოლოგიურ ჰოსპიტალში და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2 55 05 05