Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა გიგაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

01 ნოემბერი, 2018 14:02

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

გიგაურის განცხადებით, მას 13 ოქტომბერს დაემუქრნენ, ამიტომ პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

„თავდასხმები სულ მიმდინარეობს პირადად ჩემზე და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს იყო ერთი მუქარა, კონკრეტული პირის „პროფაილი". გადავედი და მოქმედი გვერდი იყო. თუ არ არის მოქმედი გვერდი და „ფეიკია", მაშინ ვიღაცის დავალებულია, მაგრამ მე რაც ვნახე, მოქმედია", - განაცხადა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.  

„ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია“, - აცხადებდა ორგანიზაცია. 

ფოტო: IPN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^