Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბირჟა მაფიის“, „აიისას“ და აფგან მუხთარლის საქმეები Freedom House-ის ანგარიშში

01 ნოემბერი, 2018 14:33

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველო 25 ქულითაა შეფასებული და ლიდერია ევრაზიის რეგიონში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ინტერნეტსივრცე შედარებით თავისუფალი იყო, ქვეყანაში შეინიშნებოდა შემაშფოთებელი ფაქტებიც. მათ შორის, საუბარია ისეთ ონლაინმედიაზე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან და მათი ინტერესების გატარებას ემსახურება. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ წინა წლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება საანგარიშო პერიოდშიც განაგრძობდა ზოგიერთ მათგანთან კონტრაქტების დადებას. 

„არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც მიგვანიშნებს ხელისუფლების ან ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან ონლაინკონტენტის ცენზურაზე ან მანიპულირებაზე. ქართველები თავისუფლად იყენებენ სოციალურ მედიას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობისთვის. თუმცა ინტერნეტს ასევე იყენებენ არასანდო და პოლიტიკურად მოტივირებული შინაარსის კონტენტის, მათ შორის ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია „ბირჟა მაფიის“ საქმეზე. მკვლევრები „სტუდია მონიტორზე“ დაყრდნობით ამბობენ, რომ რეპერებისთვის ბრალის მოხსნის მიუხედავად, არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ იმ პოლიციელებს, ვინც ისინი დააკავა და მტკიცებულებები გააყალბა.

„2017 წლის ივნისში რეპერების დუეტის, „ბირჟა მაფიას“ წევრები ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და პოლიციამ ეს ყველაფერი განგებ მოაწყო. ამის მიზეზად Youtube-ზე მათ მიერ გავრცელებული კლიპი სახელდებოდა. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ორივე რეპერი გაათავისუფლეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კლიპი Youtube-დან გაქრა და მოგვიანებით გაჩნდა. ახალ კლიპში პოლიციელის სახე დაბლარული იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა“,- ნათქვამია ანგარიშში.

მასში საუბარია „აიისას“ საქმეზეც და ნათქვამია, რომ სასამართლომ 2018 წლის მაისში კონდომების მწარმოებელ კომპანიას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა სამი „არაეთიკური“ შეფუთვისა და სარეკლამო პოსტერისთვის. 

„სასამართლომ დაადგინა, რომ კონდომების დიზაინი შეურაცხყოფდა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიურ გრძნობებს და კომპანიას პრეზერვატივების გაყიდვა აუკრძალა“.

ანგარიში აფგან მუხთარლის საქმესაც ეხება და საუბარია იმ დეტალებზე, რაც ამ საქმეს და ჟურნალისტის გატაცებას ეხება. 

„არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდა. მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, რომ გამტაცებლებს ქართველი პოლიციელის ფორმა ეცვათ. მუხთარლი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^