Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია - ვაშაძე

02 ნოემბერი, 2018 13:45

„რესპუბლიკური პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ბერძენიშვილი დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამ „რესპუბლიკურ პარტიას" უზარმაზარი ელექტორალური გამოცდილება აქვს. 

გრგიგოლ ვაშაძემ წინა ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. 

„2007 წელს მე ვიყავი რიგითი მოქალაქე და ვერანაირ მონაწილეობას ამ ინციდენტში ვერ მივიღებდი. მეორეც, მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე. მესამეც, მე არასდროს არ მივიჩნევდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და მივიჩნევდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მას ვუთხარი პირადად, ჯერ პირად შეხვედრაზე, მერე პირადად დავადასტურე.

ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ მოხდეს იმ მახინჯი სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^