„ქართული მარში“ გილოცავთ, მარიხუანის კანონი გამოვაწვევინეთ“, - „ქართული მარში“ მხარდამჭერებს ულოცავს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც მარიხუანის კულტივიზაციის კანონს უახლოესს მომავალში საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვს.
დღეს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში კანაფის კულტივიზაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გამოითხოვს. მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია.
„ქართული მარშის“ წევრმა, სანდრო ბრეგაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეროვნული ძალები“ სალომე ზურაბუშვილის კანდიდატურას მხოლოდ ორ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს: თუ პარლამენტიდან გაიწვევენ მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტს და რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ქართული მარში“ აქციებს გეგმავს, ხელისუფლებას კი მოუწოდებს, პასუხი ორშაბათამდე გასცეს.