Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს" - ეკონომიკის მინისტრი

02 ნოემბერი, 2018 15:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, სავარაუდოდ, ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასის გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.

------------------------------------------------

ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის, ელდარ ჩაფიძის თქმით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, მათი ნაწილი შახტშია და ნაწილი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. 

როგორც ელდარ ჩაფიძემ „ლიბერალს“ უთხრა, გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა. კერძოდ, მისი თქმით, შახტის ხელმძღვანელმა, ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ხელფასის გადახდას ვეღარ გააგრძელებს.

მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს შეიტყო, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ გამოდის და გაფიცვას იქ აგრძელებს. 

ნაწილი კი, ელდარ ჩაფიძის თქმით, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. 

„ჩვენი მოთხოვნაა, არ დაიხუროს შახტი. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტი თუ დაიხურა, ტყიბულიც დაიხურება." - განუცხადა „ლიბერალს" ელდარ ჩაფიძემ. 

როგორც „საქნახშირის"დირექტორმა „ლიბერალს“ დაუდასტურა, დღეს დილით მეშახტეებს კომპანიამ უთხრა, რომ ფინანსების არქონის გამო, თანამშრომლებს ხელფასს ვეღარ გადაუხდიდა. 

„ამის დამალვა კომპანიას უკვე აღარ შეეძლო. ოთხი თვეა, გაჩერებულია შახტი, მაგრამ ვიხდიდით ხელფასს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და ამას ვეღარ დავმალავდით", - განუცხადა ჯაყელმა „ლიბერალს".

მისი თქმით, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვას ელოდება, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^