Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძე ვაშაძის მეორე ტურში გასვლაზე: ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას

02 ნოემბერი, 2018 15:27

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დადგა. ხაზარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებები კერძო ქონების ჩამორთმევის მოწოდებას შეიცავს, ამას შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი.

„პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ მივიჩნევ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ გასატარებელია.

როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით.

ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000-კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის“, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ხაზარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი კერძო ქონების ჩამორთმევაზე მოწოდებებს ავრცელებს, მათ შორის, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ხაზარაძის თქმით, ეს პროექტი მან საერთაშორისო ტენდერში მოიგო. მისი სიკეთე კი საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას ემსახურება.

ხაზარაძის განცხადებით, მას და სხვა ბიზნესმენებს წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთი პრობლემა შეექმნა, თუმცა ამის მიუხედავად, რევანშზე არ უფიქრია. ამიტომ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, რომ შეწყდეს პოლარიზაცია და რევანშზე ფიქრი.

„ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო.

აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...