Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული პაციენტები ჰოსპიტალს დღეს დატოვებენ

02 ნოემბერი, 2018 15:41

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული პაციენტები ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებენ. თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის მედ-პერსონალი მათი საავადმყოფოდან გაწერის რეკომენდაციას იძლევა.

3 დღის განმავლობაში 4 პაციენტი  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, გუშინ ყველა მათგანს ჩაუტარდა განმეორებითი მაღალტექნოლოგიური  კვლევები, მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის  რევიზია  სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. პაციენტების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციებით ყველა მათგანს შეუძლია ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობის გაგრძელება. მსგავსი დიაგნოზების  შემთხვევაში ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სახლში განაგრძონ მკურნალობის პროცესი.

ტრავმებიდან გამომდინარე არცერთი პაციენტი არ საჭიროებდა ქირურგიულ მანიპულაციას.

პაციენტების ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის  საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^