Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი გეგმავს მამუკა ხაზარაძისთვის სანქციების მოთხოვნით ლონდონის ბირჟას მიმართოს

02 ნოემბერი, 2018 16:15

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის,  მამუკა ხაზარაძის, განცხადებას გამოეხმაურა.

„ხაზარაძე, რატომღაც, ლაპარაკობს მისი ათასობით თანამშრომლის სახელით. მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს. კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ ჰყოფნის თავხედობა, ილაპარაკოს მათი სახელით. რომ მათ ისე უნდა მიცენ ხმა, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი ლონდონის ბირჟაზეა. ვაპირებ, მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, მიიღოს სანქციები ხაზარაძის წინააღმდეგ. რადგან მისი ქცევა ეწინააღმდეგება ლონდონის ბირჟის წესებს". 

სააკაშვილის თქმით, მან იცის, რომ „თიბისის" ბევრი თანამშრომელი მივიდა და ხმა მისცა ცვლილებას და ამ განცხადებას შემდეგ უფრო მეტი მივა არჩევნებზე.

რამდენიმე საათის წინ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ  „რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000-კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^