Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ სოციალურად დაუცველები მუშაობას დაიწყებენ, გარკვეული დახმარება შეუნარჩუნდებათ - სერგეენკო

02 ნოემბერი, 2018 16:29

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს არის სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, მიიღონ  ღირსეული შემოსავლი“, – მინისტრის განცხადებას „პირველი არხი" ავრცელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^