Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ თალაკვაძე: ენზელ მკოიანი ჩვენს გუნდთან ერთად აგრძელებს ბრძოლას

02 ნოემბერი, 2018 18:33

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ენზელ მკოიანი გუნდთან ერთად აგრძელებს ბრძოლას არჩევნების მეორე ტურში. მკოიანი ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებს, თუმცა თალაკვაძე ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალქალაქში მმართველი გუნდის მაღალმა შედეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება გამოიწვია.

„რამდენიმე დღეა, გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა, პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების  მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში.

ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე-ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში ძალადობის ესკალაცია სწორედ ოპოზიციის მომხრეებმა გამოიწვიეს. ამიტომ სამართალდამცველებმა ეს გარემოება სწორად უნდა შეაფასონ.

„ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენა, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ  ეს გარემოებაც.

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ყველამ ნახეთ, მშვიდად ჩატარდა არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება“, - ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.

ახალქალაქში ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს 30 ოქტომბერს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ვაშაძის მომხრეები ჰყვებიან, რომ მათ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის ხელმძღვანელობით, დაახლოებით, 20 ადამიანი დაესხა თავს.

ენზელ მკოიანმა თავდასხმიდან მეორე დღეს ვაშაძის მხარდამჭერები პროვოკაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მკოიანების ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები მიიჭრნენ, ჩამოხიეს სალომე ზურაბიშვილის პლაკატები და დაემუქრნენ იქ მომუშავე პერსონალს.

ენზელ მკოიანი 2016 წლიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატია.

თუმცა, მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ის ნინოწმინდის მაჟორიტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^