Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა - PHR

02 ნოემბერი, 2018 18:57

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ზვიად დევდარიანის საქმეზე ომბუდსმენის დასკვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ორგანიზაციამ აღნიშნულ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია დანიშნა, დღეს 8 საათზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 შემთხვევიდან, რომელსაც ომბუდსმენი სწავლობდა, 3 შევიწროების ფაქტი დადასტურდა.

„PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, „ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით (...) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო“.

„ლიბერალი" დაუკავშირდა ომბუდსმენის აპარატს, რომელიც ზვიად დევდარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ხუთ შემთხვევას სწავლობდა. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ თემაზე ჯერ დასკვნები არ გაუსაჯაროებიათ. შეკითხვაზე, ხუთიდან რამდენ შემთხვევაზე დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, ამ ეტაპზე არ გვიპასუხეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^