შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში, „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. ,,სტამბული ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ლურჯ მარკეტს'' ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.