პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
პრემიერი ასევე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს.
„ჩვენი მიზანია საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტიანი ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება, ჩინეთის ბაზარი კი არის უდიდესი პლატფორმა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, დღეს გაიხსნება ქართულ პავილიონი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.