საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სააგენტოში დაუდასტურეს.
გიორგი წოწკოლაური სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. როგორც ცნობილია ის მოადგილედ რჩება.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის და სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობების გამიჯვნა ხდება, სწორედ, ამიტომ დატოვა თანამდებობა გიორგი წოწკოლაურმა.
„რეალურად ეს არ უნდა იყოს შეთავსებული, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტო არის ინსიტუტი, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მთავარი აღმასრულებელი. ეს იყო დროებითი ამოცანა, რომელსაც მოადგილე ითავსებდა. ჩვენ უკვე დავამთავრეთ რეფორმის სტრატეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად, სტრატეგიის განხორციელება დაიწყება დეკემბერში და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ერთ ადამიანზე ორი ასეთი პასუხისმგებლობის შეთავსება დროებითი მოვლენა იყო და ეს დგება თავის კალაპოტში”, – განაცხადა „პირველ არხთან“ დავით სერგეენკომ.
გიორგი წოწკოლაურმა სოცსააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ დონდუა ორი თვის წინ შეცვალა. მიხეილ დონდუამ კი ამ თანამდებობაზე ზაზა სოფრომაძე მაისშ შეცვალა.