ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში პირბადით გამოცხადდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრი, რაც არ უნდა ჩაეხუტოს, ქოცვირუსი არ გადაედება.
„ორშაბათიდან ვიწყებთ ჩახუტებას, მოფერებას, გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ანუ, მათ უნდათ, ჩახუტებით ხალხს ქოცის ვირუსი გადასცენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. თავი დავიზღვიეთ და დეპუტატი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება. გაფრთხილებთ, ქოციანობა გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანებიდან და ზოგიერთი არხი ქოციანობას ასხივებს. გირჩევთ, გამორთოთ და ქართული სტაფილოს წვენით გაიწმინდოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.