თბილისში 2.9. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გლდანი-ნაძალადევის რაიონი იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 17:36 საათზე დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის გამო სამსახურში არც ერთი შეტყობინება არ შესულა.