Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფარცხალაძის საქმეზე მუხლის შეცვლას მოითხოვს

06 ნოემბერი, 2018 11:49

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ორგანიზაცია ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

„გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას 2017 წლის 13 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა. ეს თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ, ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა.

იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიება მიმდინარეობდეს საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლით და მონაწილეობით, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას დანაშაულზე, რომელიც ეხება მის საქმიანობას. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას, თუმცა ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ლაშა თორდიას ჯერ კიდევ არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციას და ადვოკატს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება“, - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^