Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება

06 ნოემბერი, 2018 12:29

15 ნოემბერს მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა ამოიწურება. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის, გივი აზაურაშვილის განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, 1000 ლარით დაჯარიმდება.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მოუწოდებენ ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია.

მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ  საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია სავალდებულო პირველი აგვისტოდან გახდა. თავდაპირველად ბიზნესოპერატორებს რეგისტრაციის ვალდებულება 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ, მოგვიანებით ვადა 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედების შემდეგ, 1 აგვისტოდან - 5 ნოემბრის ჩათვლით იუსტიციის სახლში სულ 77 915 განცხადება შევიდა.

„საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1 ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საქმიანობებში შედის:

საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ხიდებისა და გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

შენობების დაშლასა და აწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები; საბათქაშე სამუშაოები;

სადურგლო და სახუროო სამუშაოები; სამღებრო სამუშაოები;

გადახურვის სამუშაოები;

ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

კერამიკული საფარებისა და ფილების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

თიხისგან სამშენებლო მასალების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^