Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: თეიმურაზ გორჯესტანის და სააკაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა უკანონოა

06 ნოემბერი, 2018 12:56

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.

კერძოდ, საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში,- „ მისი განცხადებით კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს. 

გარდა ამისა, საიას განცხადებით, კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც,- „ აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა (მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა), იგი  2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს“.

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ,  რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების  შემცველი განცხადებები;

საარჩევნო ადმინისტრაციას კი მოუწოდებს, შეისწავლოს  უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^