რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
ზაზა სარალიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით არცერთი ფორმა არ შეუფარდეს.
პროკურორის განცხადებით, ამ საქმეში არ იკვეთება გარემოებები და საფუძვლები, რაც საჭიროს გახდიდა რაიმე აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნას.
შეგახსენებთ, რომ ბრალის წარდგენისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნას გეგმავდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.
ზაზა სარალიძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული მუხლი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.