Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალი კანდიდატების მნიშვნელოვანი წარმატება - კონგრესის შუალედური არჩევნები

07 ნოემბერი, 2018 10:56

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ;

წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისევე, როგორც გუბერნატორების არჩევნებში, უპრეცედენტოდ ბევრი ქალი კანდიდატი იყო. პირველადი შედეგების და ამ დრომდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მათმა ნაწილმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ამჟამად კონგრესში სულ 107 ქალია - ეს ისტორიულად ქალთა ყველაზე მაღალი წარმომადგენლობაა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. საბოლოო შედეგი გვაჩვენებს, იქნება თუ არა ახალი რეკორდული მაჩვენებლები.

277 ქალი კანდიდატიდან, რომლებიც კონგრესისა და სენატის წევრობისთვის თუ გუბერნატორობისთვის იბრძოდნენ, ამ დროისთვის, საღამოს 11 საათისთვის 61-მა მოიპოვა გამარჯვება.

მათ შორის არიან:

პირველი მუსლიმი ქალი წარმომადგენლები კონგრესში ილჰან ომარი და რაშიდა თლაიბი იქნებიან. ომარი დემოკრატების კანდიდატი იყო მინესოტიდან წარმომადგენელთა პალატაში. ის წარმოშობით სომალიდანაა. რაშიდა თლაიბი კი მიჩიგანის მანდატისთვის იბრძოდა. 
რაშიდა თლაიბი დემოკრატი ჯონ კონიერსის ადგილს დაიკავებს, რომელიც სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გადადგა.

დემოკრატი აიანა პრესლი კი პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც კონგრესში მასაჩუსეტსის შტატს წარმოადგენს. მან პრაიმერებში დემოკრატი მოწინააღმდეგე, 10-გზის კონგრესმენი მაიკლ კაპუანო დაამარცხა.

შარის დევიდსი - პირველი ამერიკელი ინდიელი და პირველი ღიად ლესბოსელი კონგრესვუმენი იქნება. ის კანზასის შტატს წარმოადგენს პალატაში.

დემოკრატი ჯინა რაიმონდო, რომელიც როდ აილენდის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი იყო, დღეს მეორე ვადითაც აირჩიეს.

კირსტენ ჯილიბრანდი კიდევ ერთი ვადით იქნება სენატორი ნიუ-იორკიდან. ის პირველად 2009 წელს აირჩიეს და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს 2020 წლისთვის.

დონა შალალამ დემოკრატებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა ფლორიდის 27-ე ოლქში და ის სავარაუდოდ რესპუბლიკელ კონგრესმენს ჩაანაცვლებს.

დემოკრატი ტერი სეუელი ალაბამას მეშვიდე ოლქს კონგრესში მეორე ვადითაც წარმოადგენს. ის პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის ქალია, რომელიც ალაბამის შტატიდან კონგრესში აირჩიეს.

გრეის მენგი დემოკრატი კონგრესვუმენია, რომელმაც უკვე მეოთხედ მიიღო მანდატი და ის პირველი ქალია ჯერალდინ ფერაროს (1979-1985 წლები) შემდეგ, რომელიც ქვინსს წარმოადგენს პალატაში.

დემოკრატი ბონი უოთსონ კოლმენმა კი, რომელიც პირველი შავკანიანი ქალი წარმომადგენელი იყო ნიუ-ჯერსის შტატიდან.

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ასევე დემოკრატი კანდიდატი კონგრესის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი წევრი გახდება. ის 28 წლის აქტივისტია, რომელიც თავს სოციალ-დემოკრატად მიიჩნევს.

ტეხასის შტატის ერთ-ერთი პირველი ლათინო-ამერიკელი წარმომადგენლები კონგრესში ასევე დემოკრატი ქალები იქნებიან - ვერონიკა ესკობარი და სილვია გარსია.

რესპუბლიკელი ჯეკი უალორსკი ინდიანის შტატის წარმომადგენლის პოზიციას კონგრესში მეოთხე ვადით დაიკავებს. ასევე რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი კი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მეხუთე ოლქის წარმომადგენელია თითქმის 15 წლის განმავლობაში, კიდევ ერთი ვადით მიიღებს მანდატს.

უკვე გამარჯვებულთა შორის არიან ისეთი ცნობილი ქალი სენატორები, როგორებიც არიან ელიზაბეტ უორენიემი კლობუშარი და სხვები.

ფოტო: AP

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^