Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება

07 ნოემბერი, 2018 12:01

დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და მომავალი წლის ბიუჯეტში მის რეაბილიტაციასაც გაითვალისწინებენ. 

„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა ამასთან დაკავშირებით და მგონია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი თბილისელი დადიოდა...

ამ კონკრეტულ თემაზე სიახლე არის ის, რომ ეს მიწა, რომელსაც რთულია, დღეს კორტები უწოდო, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის დამუშავდეს პროექტი და პატარა სპორტული კომპლექსი გავაკეთოთ და მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

„მერიამ იპოდრომის კორტები აქციოს უბნის სპორტულ ცენტრად - საფეხბურთო სტადიონად“,- ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიის სპორტულ ცენტრად გადაქცევის მოთხოვნით სოციალურ ქსელში გვერდი რამდენიმე თვის წინ  შექმნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^