კ. აფხაზის #15 ნომერში (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) არსებული შენობის დემონტაჟსა და სასტუმროს მშენებლობაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტის კონცეფციაა თანამედროვე პრინციპებით დაგეგმარებული მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა.
წარმოდგენილი სასტუმროს პროექტი შეადგენს 5-სართულიან ნაგებობას (4 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართული). აღნიშნული ობიექტის მფლობელია „ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი“. პროექტის განაშენიანების ფართობი 1329 კვ.მ. იქნება. მთავარი არქიტექტორი ირაკლი აბაშიძეა.
თბილისის მერიამ პროექტი 2018 წლის თებერვალში შეითანხმა, ხოლო შენობის დემონტაჟსა და ახალი შენობის მშენებლობაზე ნებართვა ივლისში გასცა.
ფოტომონტაჟი