Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადასარჩენია ფასეულობები ახლა, ამ მომენტში - კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

07 ნოემბერი, 2018 16:54

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე – ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში.

მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა – სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ყველაფრის მიუხედავად, ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად. ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^