Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“ - მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ

08 ნოემბერი, 2018 11:40

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ერთმანეთს ჰელსინკიში, „ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე შეხვდნენ. 

გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, ერთ დიდ ოჯახს შეადგენენ. 

„გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი; მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში. 

გიგი უგულავამ კი აღნიშნა, რომ ახლა მთავარია ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაიწყოს. 

„მთავარი ამოცანაა, რომ ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიდეს. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანში, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს პარლამენტს," - განაცხადა უგულავამ. 

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^