
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამასთან, მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან ქვეყნის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.
როგორც „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ, რათა ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურზე ხმების გაყალბება ვეღარ შეძლოს.
„დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ და ამით ცდილობენ გარკვეულ ზეწოლასა და წნეხს ამომრჩეველზე, რათა მობილიზება მოახდინონ. მაგრამ ეს მათ არ უშველით. ამას ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომებს ვუპირისპირებთ იმისათვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.