დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს გამართულ აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი გაიმართა. არსებითი განხილვის მოსამართლემ დღეს პირველად განიხილა აღნიშნული საკითხი.
როგორც დახურული პროცესის შემდეგ არასრულწლოვნის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ განაცხადა, მან პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმე პროკურატურას განრიდების გაფორმების მოტივით დაუბრუნდეს.
„ვინაიდან საქმეში ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არ არის, პირი არასრულწლოვანია, სასამართლო 6 დეკემბრისთვის გადაიდო, რომ შემდეგ გარემოებებზე იმსჯელოს. 6 დეკემბერს გადაწყდება, სასამართლომ განრიდების მოტივით გადასცა თუ არა საქმე პროკურატურას. ყველა საფუძველი, გარემოება არსებობს, რომ ამ საქმეზე განრიდება გაკეთდეს", - ამბობს ადვოკატი.
„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დაესხა თავს 17 მაისს ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი.