ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ზაზა სარალიძე და სარალიძის დედა სტაბილურად არიან.
პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ზაზა სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ.
მიუხედავად ამისა, არასამთავრობოებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩენას აპირებენ.