პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა.
მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა:
„მე არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო. ამ ორ ადამიანს მთელი სახელმწიფო გვებრძვის, ამასობაში რუსმა ოკუპანტმა მთელი საქართველო შეჭამა. ლამის კარზე მოგვადგა. ჩვენ, ვინც სამართალს ვითხოვთ, ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში კინაღამ შემოგვივიდა ოკუპანტი. მივმართავ ამ ხელისუფლებას, რას ფიქრობს, ასეთი ადამიანები ბიბლიაში არ არიან ნახსენები, ასეთი ადამიანები ყურანში არ არიან ნახსენები... მოდით, გამოვიდეთ მთელი საქართველო, დაისაჯონ ის ადამიანები, მართლა დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ამოსვრილი ეს ხელები. მთელი საქართველო, მთელი მსოფლიოს ემიგრანტებს ვთხოვ, ჩამოვიდნენ. ეს ვის ხელში ვართ, ეს სად ამოვყავით თავი“, - მიმართა მაჩალიკაშვილმა აქციაზე შეკრებილ ხალხს.