„უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს“! - სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ამ სახელწოდების პეტიცია ვრცელდება.
„რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე“,- ვკითხულობთ გავრცელებულ პეტიციაში.
___________________
დღეს პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოადოებამ აქცია გამართა.
პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ზაზა სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ.
მიუხდავად ამისა, არასამთავრობოებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩენას აპირებენ.