ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკიდან დედასთან ერთად აქციაზე დაბრუნდა. ზაზა სარალიძე და სარალიძის დედა აქციაზე შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, როცა ისინი კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, არასამთავრობოებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩენას აპირებენ.
დღევანდელი აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვების გაშლის საშუალება მიეცეთ. მათი თქმით, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება.
მათი თქმით, ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებაა წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია უნდა შეიცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.