გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს.
სკოლის დირექტორის თქმით, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.
„სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი. ჯერ ვერ გეტყვით, მოპარულია თუ არა რამე, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია“, - ამბობს სკოლის დირექტორი.