საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრი, მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონია.
ფინალურ შეხვედრაში ელენე ქებაძემ რუსი ტიტულოვანი სამბისტი ანა ბალაშოვა დაამარცხა.
ჯონდო მუზაშვილის შეგირდებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. მათგან - 4 ოქროს, 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს .