Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუცილებელია, მინისტრებმა ჰააგაში მიმდინარე პროცესზე არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ - ბოკერია

12 ნოემბერი, 2018 14:36

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტში მივიდნენ და ჰააგაში მიმდინარე  პროცესებზე არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ. 

„იმ ანატომიაში გარკვევა არ მჭირდება, სად არის ზღვარი ღალატს, სიძულვილსა და სასარგებლო იდიოტიზმს შორის, რადგან შედეგი დამანგრეველია და მინისტრებს უნდა მოვუსმინოთ, რათა საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ, თუ ეს შეუძლიათ. „ქართულ ოცნებაში“ დიდი კონკურენციაა იმის თაობაზე, ვისი პოლიტიკური ბრალი უფრო დიდია იმ ზიანში, რომელიც საქართველოს ბევრი მიმართულებით მიადგა. ჰააგის მეორე სასამართლოში რაც მოხდა, უკვე შემდგარი ზიანია, როცა მათ დევნილების დაბრუნების საკითხზე დავა არ გააგრძელეს. ეს უკვე მომხდარი ამბავია. საზოგადოებას არათუ ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ზელეგიტიმური საფუძველი აქვს იმისა, რომ ეჭვები და შიში ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორ იქცევა ეს მთავრობა, რომლის პოლიტიკური პოზიციები საკითხზე ცნობილია, რადგან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები საქართველოს ინტერესებისთვის დამანგრეველია. მინისტრების დაბარების მოთხოვნას ისტერიკით და ცხრა წელზე საუბრით ხვდებიან”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^