Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ნინო ლომჯარია გამოკითხვაზე დაიბარა

12 ნოემბერი, 2018 14:45

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ომბუდსმენი შსს-ში დაბარებულია მის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მასთან გასაუბრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ შსს-ში. 

დღეს ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე კომენტარების „სქრინშოტები“ გაავრცელა, რომელზეც მისი თქმით, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ მუქარის შემცველ კომენტარებსა და შეტყობინებებს იღებდა.

„მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ... უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან... სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან“, - აცხადებს ლომჯარია.

ლომჯარიას განცხადებით, საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამ თემაზე. ის სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულები არიან. ისინი არიან სამხედრო პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“

მისი თქმით, მან უკვე მიმართა შს სამინისტროს, რომ დაუყოვნებლიდ მოახდინონ რეაგირება.

„ბოლო დღეებში კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს ჩემმა შვილებმა, თეიმურაზმა და ქეთევანმა, ასევე, მე მივიღეთ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც გამოთქმულია სიცოცხლის ხელყოფის მუქარა - შუბლს გაგიხვრეტ, თქვენ სისხლს დავლევ. მუქარა რეალურია ავტორები ინდენტიფიცირებულები არიან - ყოფილი სამხედროები დაკავშირებულები ენმ-თან და მათ მეთაურებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^