Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგაძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მტკიცებულება არ აქვს

12 ნოემბერი, 2018 18:21

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექპერიმენტების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტში ამბობს, რომ არ აქვს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულება.

BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტში ჟურნალისტი გიორგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს და ასკვნის, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ, თავიანთი ინფორმაცია არგუმენტებით გაამყარონ.

„როცა ეუბნები, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, გპასუხობენ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე არ არის“ - ამბობს ჟურნალისტი.

ჟურნალისტთან საუბრისას გიორგაძე ამბობს, რომ მის ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაცია იმათ დასკვნას ასახავს, ვინც ისინი გააანალიზა, ხოლო თვითონ არც არასდროს უმტკიცებია, რომ „ლუგარის ლაბორატორიის“ შესახებ განთავსებული ინფორმაცია სიმართლეა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ კლინიკურად ნებადართულ წამლებს აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ის პასუხობს:

„არა. საერთოდ არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ რამე დავამტკიცო. მე შეკითხვებს ვსვამ - თქვენ პასუხობთ. აი, თქვენ ახლა პასუხი გაეცით. თქვით, რომ ეს არაფერს არ ამტკიცებს. კარგი. მოდით, ეს ინტერვიუ ვებგვერდზე დავდოთ და გვეცოდინება, რომ არსებობს ერთი მხარე, რომელიც ამბობს, რომ ეს ამას ამტკიცებს, მეორე კი ამბობს, რომ არ ამტკიცებს“ - ამბობს გიორგაძე.

შეკითხვაზე, არის თუ არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაცია, გიორგაძე პასუხობს, რომ არ იცის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მარია ზახაროვა ჟურნალისტს ეუბნება, რომ სიმართლის დადგენას ლაბორატორიაში ვიზიტი კი არა, მისი ინსპექცია სჭირდება.

„თუკი თქვენ არ გაქვთ მტკიცებულება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს“ - ამბობს ზახაროვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^