გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“.
„მე დავაანონსე კიდეც ცოტა ხნის წინ. უბრალოდ, არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან არ მინდოდა, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლებელია.