პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის აპრილში გამოუტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველმა ინსტანციამ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისთვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, წამების ბრალდების ერთ ეპიზოდში კი გამართლდა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ის წამებით გარდაიცვალა. ამას კი ორგანიზება ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. უწყების განმარტებით, #8 დაწესებულებაში მყოფმა პატიმრებმა საკანში სერგო თეთრაძეზე ფიზიკურად იძალადეს. გამოძიების თანახმად, ისინი ახალაიას გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. ამის შედეგად სერგო თეთრაძე ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.ურის ვერსიით, წამების მიზანი თეთრაძისგან აღიარებითი ჩვენების მიღება იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჯაშუშობდა.