Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპრეზიდენტო არჩევნების II ტური 28 ნოემბერს გაიმართება

14 ნოემბერი, 2018 20:33

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა.

ცესკოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზეც იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების II ტური 28 ნოემბერს გაიმართოს.. 

„28 ნოემბერი იქნება უქმე დღე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე" - თქვა თამარ ჟვანიამ.

კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ვადა ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გახანგრძლივდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37.74% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 647 878-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74%-ია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^